logo_geo
ბეიონსესა და ჯეი ზის სახლს ცეცხლი წაუკიდეს
- +

26 ივლისი. 2021. 14:41

 

 

მომღერალ ბეიონსესა და რეპერ ჯეი ზის სახლს ახალ ორლეანში ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

 

ინციდენტი 21 ივლისს მოხდა.

 

ადგილზე 22 მეხანძრე გამოცხადდა და 2 საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო.

 

გავრცელებული ცნობით, შენობისთვის მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დროულად ამოქმედდა.

 

აალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ შეტყობინება მიიღო, რომ შენობასთან დაუდგენელი საეჭვო პირი შენიშნეს.

 

ხანძარი სამზარეულოში დაიწყო, სადაც აალებადი ნივთიერება აღმოაჩინეს.

 

 

big_banner
არქივი