logo_geo
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ტუნისის პოლიციამ მათ ოფისზე შტურმი განახორციელა
- +

26 ივლისი. 2021. 15:25

 

 

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ტუნისის პოლიციამ მათ ოფისზე შტურმი განახორციელა.

 

სააგენტოს ცნობით, დედაქალაქ ტუნისში მდებარე ოფისში, სულ მცირე ათი მძიმედ შეიარაღებული პოლიციელი შევიდა და ჟურნალისტებს შენობის დატოვება მოსთხოვეს, ამასთან ჟურნალისტებს საკუთარი ნივთების აღების უფლებაც არ მისცეს.

 

მედიის ცნობით, პოლიციელებმა ტელეფონების და სხვა ტექნიკის კონფისკაციაც მოახდინეს. პოლიციის განცხადებით, ისინი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედებდნენ.

 

გასულ დღეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა. ტუნისის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას თავად უხელმძღვანელებს. ამასთან, საიდმა პარლამენტის წევრებს იმუნიტეტიც შეუჩერა.

 

პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე მიმდინარეობს ქვეყნის დედაქალაქში. პარლამენტის შენობასთან პოლიცია და შეიარაღებული ძალებია მობილიზებული.

 

 

big_banner
არქივი