ABC News/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მაისის მონაცემებთან შედარებით, ამერიკელების ოპტიმიზმი ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით თითქმის 20%-ით შემცირდა.
გამოკითხულთა უმრავლესობა (55%) აცხადებს, რომ პესიმისტურად უყურებს ქვეყნის განვითარების კურსს.
აღსანიშნავია, რომ 2 მაისს ABC News/Ipsos-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები ცხადყოფდა, რომ ამერიკელები უფრო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით.
ამჟამად კი, გამოკითხულთა მხოლოდ 45% აცხადებს, რომ ოპტიმისტურად განწყობილია მაშინ, როდესაც 2 მაისის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ოპტიმიზმის შემცირება „დემოკრატებში“, „რესპუბლიკელებსა“ და დამოუკიდებელ ამომრჩევლებში დაფიქსირდა.
ABC News/Ipsos-ის გამოკითხვა 23-24 ივლისის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 527-მა ზრდასრულმა მოქალაქემ მიიღო.