logo_geo
ABC News/Ipsos-ის გამოკითხვა: მაისის მონაცემებთან შედარებით, ამერიკელების ოპტიმიზმი ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით თითქმის 20%-ით შემცირდა
- +

26 ივლისი. 2021. 19:37

 

ABC News/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მაისის მონაცემებთან შედარებით, ამერიკელების ოპტიმიზმი ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით თითქმის 20%-ით შემცირდა.

 

გამოკითხულთა უმრავლესობა (55%) აცხადებს, რომ პესიმისტურად უყურებს ქვეყნის განვითარების კურსს.

 

აღსანიშნავია, რომ 2 მაისს ABC News/Ipsos-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები ცხადყოფდა, რომ ამერიკელები უფრო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით.

 

ამჟამად კი, გამოკითხულთა მხოლოდ 45% აცხადებს, რომ ოპტიმისტურად განწყობილია მაშინ, როდესაც 2 მაისის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა.

 

აღსანიშნავია, რომ ოპტიმიზმის შემცირება „დემოკრატებში“, „რესპუბლიკელებსა“ და დამოუკიდებელ ამომრჩევლებში დაფიქსირდა.

 

ABC News/Ipsos-ის გამოკითხვა 23-24 ივლისის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 527-მა ზრდასრულმა მოქალაქემ მიიღო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი