logo_geo
იტალიამ ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა
- +

26 ივლისი. 2021. 22:37

 

იტალიამ კუნძულ სარდინიაზე ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ცეცხლი ტყის მასივს უკიდია, ხანძრის შედეგად დაიწვა ათასობით ჰექტარი ტერიტორია და უკვე განხორციელდა ათასზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია.

 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცეცხლის ჩაქრობაში ავიაცია და 7000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი