logo_geo
„დელტა“ ვარიანტისგან დაცვის მიზნით, ისრაელი 60 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინების მესამე დოზის შეყვანას განიხილავს
- +

27 ივლისი. 2021. 00:00

 

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტისგან დაცვის მიზნით, ისრაელი 60 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინების მესამე დოზის შეყვანას განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამისი უწყებები განიხილავენ, საჭიროა თუ არა გამაძლიერებელი დოზები კონკრეტული რისკ-ჯგუფებისთვის.

 

„ეს დიდი დილემაა. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული მაშინ, როდესაც მსოფლიოს მხარდაჭერა არ გვაქვს. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, გვსურს დავინახოთ, რომ ეს უსაფრთხო და ეფექტურია და დავეყრდნოთ ჩვენს მონაცემებს, თუ რამდენად მცირდება იმუნიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს ეპიდემიის აფეთქება და ჩვენ გვსურს ეს აფეთქება შევაჩეროთ“, - აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ნახმან აშმა.

 

ისრაელის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 60% ვაქცინირებულ პირებზე მოდის. მათი უმეტესობა 60 წელს გადაცილებულია და ხშირად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი