logo_geo
ჟაირ ბოლსონარუ: ვიცე-პრეზიდენტი ცოლისძმასავითაა, ერთხელ თუ დაქორწინდი, მისი ატანა გიწევს
- +

27 ივლისი. 2021. 10:59

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ჩივის, რომ მისი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი ანტონიო ჰამილტონ მოურაუ ზოგჯერ ხელს უშლის. ამის შესახებ მან ადგილობრივ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა.

„მოურაუ თავის საქმეს ასრულებს, ის ძირითადად დამოუკიდებლად მოქმედებს. ზოგჯერ ის ცოტათი ხელს გვიშლის", - განაცხადა ბრაზილიის ლიდერმა.

 

ამავე დროს, ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ მას მას და მოურაუს „დიდი პრობლემები არ აქვთ".

 

„ვიცე-პრეზიდენტი ცოლისძმასავითაა, ერთხელ თუ დაქორწინდი, მისი ატანა გიწევს. თქვენ მას ვერ გააგდებთ", - დასძინა პოლიტიკოსმა და აღნიშნა, რომ 2018 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენა სულ „ბოლო მომენტში" მოუწია.

 

ამასთან, პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს შორის ურთიერთობები უკვე დიდი ხანია საკმაოდ დაძაბულია. თებერვლიდან ბოლსონარუ მას მთავრობის სხდომებსა და მინისტრებთან შეხვედრებზე არ ეძახის. თავის მხრივ, მოურაუმ ღიად დაიჩივლა, რომ მას სახელმწიფოს მეთაურთან თავისუფალი წვდომა არ აქვს.

 

 

right_banner big_banner
არქივი