logo_geo
საფრანგეთში კუბას საელჩოს დაესხნენ თავს
- +

27 ივლისი. 2021. 11:43

 

 

საფრანგეთში დაუდგენელი პირები, რომლებმაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს, კუბას საელჩოს დაესხნენ თავს. ამის შესახებ კუბას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგეს პარილიამ განაცხადა.

 

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უწყვეტ კამპანიებზე აშშ არის პასუხისმგებელი, რომელიც ახალისებს ასეთ საქციელს და დაუსჯელი ძალადობისკენ მოუწოდებს”, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

 

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შენობაში ხანძრის მიზეზი გახდა. ალის ჩაქრობა საელჩოს თანამშრომლებმა შეძლეს. ამჟამად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

right_banner big_banner
არქივი