logo_geo
ილონ მასკის ხომალდი იუპიტერზე გაფრინდება
- +

27 ივლისი. 2021. 11:45

 

 

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის კოსმოსური აპარატი იუპიტერთან გაფრინდება და მის ერთ-ერთ თანამგზავრს, ევროპას შეისწავლის. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

 

ევროპა იუპიტერის ერთ-ერთი უდიდესი თანამგზავრია და ის ყინულით არის დაფარული. ამ ობიექტის მიმართ მეცნიერები ინტერესს დიდი ხანია იჩენენ, რადგანაც არსებობს ვერსია, რომ ევროპაზე სიცოცხლის კვალი არსებობს.

 

მისიის დროს კოსმოსური აპარატი ევროპის ყინულოვანი გარსის სისქეს, ასევე, ოკეანის სიღრმეს და მისი მარილიანობის დონეს შეისწავლის.

 

ნასამ ილონ მასკის კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტი უკვე გააფორმა. მისია მზის სისტემაში სიცოცხლის მოძიების ფარგლებში განხორციელდება.

 

მასკის კოსმოსური აპარატი იუპიტერზე 2024 წლის ოქტომბერში გაფრინდება. კოსმოსური აპარატი იუპიტერზე Falcon Heavy-ს რაკეტის მეშვეობით უნდა გაფრინდეს.

 

 

right_banner big_banner
არქივი