logo_geo
აშშ-ში, კოვიდგადატანილთა გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს
- +

27 ივლისი. 2021. 11:53

 

 

აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები და შედეგები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ, შესაძლოა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატუსი მიენიჭოთ და სპეციალური დახმარება დაენიშნოთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე დაყრდნობით Axios წერს.

 

ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო, რომელშიც აღნიშნულია, რომ რიგ შემთხევაში კორონავირუსის შედეგები ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ვლინდება და ახალი სიმპტომები შესაძლოა მსუბუქი ფორმის გადატანის შემდეგ, გამოჯანმრთელებიდან მოგვიანებითაც გაჩნდეს.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციით, პაციენტებს, რომლებსაც COVID-19 გრძელვადიანი ფორმა აქვს, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში დაღლილობა, კონცენტრაციის პრობლემა, ქოშინი, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, თავბრუსხვევა, გულმკერდის არეში, კუნთებსა და ძვლებში ტკივილი, ასევე დეპრესია და შფოთვა აღენიშნება.

 

სტატუსის მინიჭებამდე სპეციალისტები ყოველ შემთხვევას დეტალურად შეისწავლიან. სტატუსს ადამიანი მხოლოდ იმ შემთხევაში მიიღებს, თუ დაავადება მის სიცოცხლეზე არსებით გავლენას ახდენს და განსაკუთრებულ შეზღუდვებს იწვევს. მაგალითად, კოვიდგადატანილი ადამიანი თავს ვეღარ უვლის, რუტინულ ამოცანებს ვერ ართმევს თავს, არ ესმის, ვერ ხედავს, ვერ ჭამს, არ სძინავს, ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ვერ სუნთქავს და ვერ დადის.

 

ადამიანებს, ვისაც COVID-19-ის გამო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭება, ისეთივე დახმარების მიღება შეუძლია, როგორც სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. მაგალითად, კონცენტრაციის პრობლემების მქონე სტუდენტები და მოსწავლეები გამოცდების დროს დამატებით დროს მიიღებენ; ადამიანს რიგს შეუნარჩუნებენ ან დაუთმობენ; ავტოგასამართს სადგურებზე მას დაეხმარებიან; პაციენტებს, რომლებსაც თავბრუსხვევა აქვს, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გაჰყვებიან.

 

 

big_banner
არქივი