logo_geo
დონალდ ტრამპი: „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია
- +

27 ივლისი. 2021. 12:20

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია.

 

„იქნებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კაპიტოლიუმის ბორცვზე იმ ხალხის მიმართ ჩაატაროს გამოძიება, ვისაც დამატებითი დაცვა არ სურდა მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ იმ დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბებოდა?“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის ნოემბერში არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია ის, რომ ასობით ათასი ადამიანი ვაშინგტონში შეიკრიბა.

 

1-ელ ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სპეციალური კომიტეტი შეიქმნა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს.

 

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

 

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 300-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

 

 

big_banner
არქივი