logo_geo
გერმანიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი აფეთქება მოხდა
- +

27 ივლისი. 2021. 14:58

 

 

გერმანიის დასავლეთ ნაწილში, ლევერკუზენში, სავარაუდოდ საშიში ნარჩენების დაწვის ობიექტში, ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

 

სამოქალაქო დაცვისა და კატასტროფების დროს დახმარების ფედერალურმა სამმართველომ ინციდენტს „ექსტრემალური საფრთხის" დონე მიანიჭა.

 

ადგილზე მეხანძრეები არიან მობილიზებულები. სამუშაოებში სახანძრო თვითმფრინავებია ჩართული.

 

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ფანჯრები და კარები დახურონ. რაიონში რამდენიმე ქუჩა დაკეტილია.

 

 

right_banner big_banner
არქივი