logo_geo
იტალიის ჩრდილოეთში ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა
- +

27 ივლისი. 2021. 16:38

 

 

იტალიის ჩრდილოეთში, ემილია-რომანიის რეგიონში ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ძლიერ სეტყვას თან ახლდა ქარი და კოკისპირული წვიმა. იტალიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, პარმა-პიაჩენცის მონაკვეთზე სეტყვაში მოყვა ასობით ავტომობილი, მოხდა არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, რამდენიმე საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში იტალიის ჩრდილოეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა, რამაც სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

 

big_banner
არქივი