logo_geo
ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს
- +

27 ივლისი. 2021. 20:39

 

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის პირველი რეგიონი გახდა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ელხან სულეიმანოვმა განაცხადა.

 

„ჩეჩნეთი რუსეთის რეგიონებიდან პირველია, სადაც ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელმა 100%-ს მიაღწია, რაც საერთო მოსახლეობის 60%-ს (568 000 ადამიანი) შეადგენს. მინდა მივულოცო ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობას. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაძლიერებას“, - აღნიშნა ელხან სულეიმანოვმა.

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩეჩნეთში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე კოლექტიური იმუნიტეტის გავლენა შემოდგომისთვის იქნება აშკარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი