ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის პირველი რეგიონი გახდა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ელხან სულეიმანოვმა განაცხადა.
„ჩეჩნეთი რუსეთის რეგიონებიდან პირველია, სადაც ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელმა 100%-ს მიაღწია, რაც საერთო მოსახლეობის 60%-ს (568 000 ადამიანი) შეადგენს. მინდა მივულოცო ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობას. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაძლიერებას“, - აღნიშნა ელხან სულეიმანოვმა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩეჩნეთში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე კოლექტიური იმუნიტეტის გავლენა შემოდგომისთვის იქნება აშკარა.