logo_geo
გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- +

28 ივლისი. 2021. 00:19

 

 

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა. დაშავებულია 31 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

 

აფეთქება ინდუსტრიულ პარკში ხანძრის გაჩენის შემდეგ მოხდა. ქიმიური ქარხნის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში და კარ-ფანჯარა არ გააღონ.

 

აფეთქების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. გერმანიის სამოქალაქო დაცვისა და კატასტროფების დახმარების ფედერალურმა ოფისმა აფეთქება კლასიფიკაციაში შეაფასა, როგორც „უკიდურესი საფრთხე“. პოლიციამ რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაკეტა. შემთხვევის ადგილზე განათავსეს დაბინძურების აღმომჩენი ავტომობილები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი