logo_geo
ჯო ბაიდენი: ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობას განვიხილავთ
- +

28 ივლისი. 2021. 00:52

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს.

 

„ეს შესაძლებლობა ახლა განიხილება, მაგრამ თუ არ ხართ აცრილი, ისეთი ჭკვიანი არ ხართ, როგორც მეგონეთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

26 ივლისს, აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინაციის გავლას დაავალებს. აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტი პირველი ფედერალური სააგენტო გახდა, რომელმაც ამგვარი მანდატი დააწესა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი