logo_geo
ჯო ბაიდენი: პუტინს რეალური პრობლემა აქვს, რადგან ის მართავს ეკონომიკას, რომელსაც ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები აქვს და მეტი არაფერი გააჩნია
- +

28 ივლისი. 2021. 02:55

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ ბირთვულ იარაღსა და ნავთობის რესურსებს ეყრდნობა.

 

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს რეალური პრობლემა აქვს, რადგან ის „მართავს ეკონომიკას, რომელსაც ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები აქვს და მეტი არაფერი გააჩნია“.

 

„პუტინმა იცის, რომ სინამდვილეში არასასიამოვნო მდგომარეობაშია და ჩემი აზრით, ეს მას უფრო საშიშს ხდის“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი