logo_geo
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა პირდაპირ ეთერში თავისი ორსული კოლეგა აცრა
- +

28 ივლისი. 2021. 11:37

 

 

ორმა ფრანგმა მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. „როიტერის“ ცნობით, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა პირდაპირ ეთერში თავისი კოლეგა, სოციალური, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ოლივია გრეგუარი აცრა.

 

აღსანიშნავია, რომ ოლივიე ვერანი პროფესიით ექიმია, რაც მას ინექციების გაკეთების უფლებას აძლევს. აცრის გაკეთებამდე მას ქირურგიული ხელთათმანის მორგება გაუჭირდა, რაც მინისტრმა პრაქტიკის არარსებობით ახსნა. თუმცა ოლივია გრეგუარმა, რომელიც ორსულადაა, განაცხადა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრს ენდობა, აცრის შემდეგ კი აღნიშნა, რომ ტკივილი საერთოდ არ უგრძვნია.

 

ბოლო მონაცემებით, აცრის პირველი დოზა საფრანგეთის მოსახლეობის 60%-მა მიიღო.

 

 

right_banner big_banner
არქივი