logo_geo
უკრაინის პირველი პრეზიდენტი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
- +

28 ივლისი. 2021. 13:18

 

 

უკრაინის პირველი პრეზიდენტი და დონბასის საკითხებში სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენელი ლეონიდ კრავჩუკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გულზე ოპერაცია გაიკეთა, რეანიმაციაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

 

87 წლის პოლიტიკოსი მკურნალობას კიევის გულის ცენტრში გადის, სამედიცინო დაწესებულებაში ლეონიდ კრავჩუკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ოჯახის თხოვნის გათვალისწინებით არ აკეთებენ.

 

რაც შეეხება პოლიტიკოსის ოფისს. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დონბასის საკითხებში სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ლეონიდ კრავჩუკის შემცვლელზე ჯერ საუბარი არაა.

 

ლეონიდ კრავჩუკი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 1991-1994 წლებში იკავებდა.

 

 

big_banner
არქივი