logo_geo
„პორშემ“ პირველ ელექტრო მინივენი წარადგინა
- +

28 ივლისი. 2021. 15:58

 

 

მოწინავე ავტოპილოტის წყალობით, Porsche Vision Renndienst-ის  მიკროავტობუსის მძღოლს შეუძლია გზას თვალი მოაშოროს და ყურადღება მოადუნოს.

 

ექვს ადგილიანი მინივენი Porsche Vision Renndienst გაყიდვაში მალე ჩაეშვება.

 

ავტომობილის მძღოლის სავარძელი დამონტაჟებულია პირველი რიგის ცენტრში, მეორე რიგში ორი ცალკე მდგომი სკამია, ხოლო მესამე რიგში არის სამადგილიანი დივანი. საინტერესოა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი უკვე რამდენიმე წელია კონცეპტუალურ მანქანას ფრაგმენტულად წარმოგვიდგენს.

 

ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ მანქანას აქვს ელექტრო ძრავა. ასევე ცნობილია, რომ მინივენი აღჭურვილია ავტონომიის მეხუთე დონის მოწინავე ავტოპილოტით - მძღოლს შეუძლია არა მხოლოდ საჭედან ხელების აღება, არამედ მთლიანად მოადუნოს ყურადღება და მგზავრებისკენ შეტრიალდეს (მძღოლის სავარძელი 180 გრადუსით ბრუნავს).

 

 

big_banner
არქივი