logo_geo
დომინიკ რააბი: ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება
- +

28 ივლისი. 2021. 18:55

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება.

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების გაზიარების კუთხით დიდი ბრიტანეთის ძალისხმევას შეუერთდნენ.

 

ივნისში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ღარიბ ქვეყნებს ვაქცინის 100 მილიონ დოზას გაუნაწილებს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე ტრაექტორიის გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობა სათანადოდ აცრილი მხოლოდ 2024 წელს იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ეს 2022 წლის მეორე ნახევარში მოხდეს და ეს დიდ გავლენას მოახდენს დაზარალებულ ქვეყნებზე“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი