ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრიან.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს.
ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობას მესამე დოზას სთავაზობს.
უნგრეთმა უკვე განაცხადა, რომ პირველი გვისტოდან მოსახლეობას ე.წ. გამაძლიერებელი დოზით აცრის. მესამე დოზით აცრა უკვე დაამტკიცა თურქეთმაც. აშშ-ის სურსათის და მედიკამენტის ადმინისტრაციას მესამე დოზით აცრა ჯერ დამტკიცებული არ აქვს. მიმდინარე კვირაში ისრაელში ყოველდღიურად „კოვიდ 19“-ის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.