logo_geo
აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ძალადობის ესკალაციას გმობს
- +

29 ივლისი. 2021. 22:11

 

 

აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ძალადობის ესკალაციას გმობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის. აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით დისკუსიებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდის ქვეშ, რათა კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას მიაღწიონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი