logo_geo
უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა იქმნება
- +

30 ივლისი. 2021. 00:29

 

 

უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა იქმნება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებისა“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის“ შესახებ.

 

ზელენსკის განცხადებით, „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“ კანონის ძირითადი მიზნები ტერიტორიული თავდაცვის განვითარება და ეროვნული წინააღმდეგობისთვის მოსახლეობის მომზადების სისტემის დანერგვაა. მისივე თქმით, დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის მთელი მოსახლეობა ჩართოს ქვეყნის დაცვის საქმეში.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის შექმნა ძლიერი სიგნალი იქნება ყველასთვის, რომ უკრაინა არ დაუშვებს 2014 წლის მოვლენების გამეორებას.

 

კანონი „შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ“ კი, უკრაინის არმიის 250 000-დან 261 000 ჯარისკაცამდე გაზრდას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი