logo_geo
ჯო ბაიდენი შტატებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდებს, ყველა იმ პირს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარი გადაუხადონ
- +

30 ივლისი. 2021. 00:45

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შტატებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდებს, ყველა იმ პირს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარი გადაუხადონ. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„დღეს პრეზიდენტი შტატებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდებს, ყველა იმ პირს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარი გადაუხადონ, როგორც დამატებითი სტიმული ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაზრდელად, თემების დასაცავად და სიცოცხლის გადასარჩენად. ხაზინის დეპარტამენტი მზადაა, ტექნიკური დახმარება გაუწიოს შტატებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ თანხები თავიანთ თემებში ვაქცინაციის გაზრდის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი