აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„მე ვიცი, რომ ადამიანები თავისუფლებაზე საუბრობენ, თუმცა თავისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაც მოდის. თქვენი გადაწყვეტილება უარი თქვათ ვაქცინაციაზე სხვებზე აისახება. გთხოვთ, აიცერით. გააკეთეთ ეს თქვენთვის. გააკეთეთ ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც გიყვართ. გააკეთეთ ეს თქვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.