logo_geo
ფილიპინების ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქსა და მის შემოგარენში მკაცრი ლოკდაუნი გამოაცხადა
- +

30 ივლისი. 2021. 13:47

 

 

მანილას რეგიონი, რომელიც 16 ქალაქს მოიცავს და სადაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 6 აგვისტოდან 20 აგვისტომდე მკაცრი ლოკდაუნის ქვეშ იქნება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა, ის ყველას სასიკეთოდ მივიღეთ“, - აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

მკაცრი ლოკდაუნის ფარგლებში, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელი საყიდლების ყიდვას ეხება.

 

გარდა ამისა, ფილიპინებმა სამოგზაურო შეზღუდვები გაახანგრძლივა 10 ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის, მათ შორის ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ტაილანდიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი