logo_geo
ბავშვები, რომლებიც მამას BBC-ს პირდაპირ ეთერში შეუვარდნენ, ანიმაციური სერიალის გმირები გახდნენ
- +

27 აპრილი. 2017. 23:51

რობერტ კელის შვილები მარიონი და ჯეიმსი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცნენ, რაც მამას BBC- პირდაპირ ეთერში, ინტერვიუს დროს შეუვარდნენ. ვიდეო მაშინვე მოედო ინტერნეტს და ოჯახი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მათ საერთო პრეს-კონფერენიცაც მოაწყეს.


ცხადია, ასეთ ვირუსულ ვიდეოს და გმირებს ხელიდან არავინ გაუშვებს და მით უმეტეს ინტერნეტი. სწორედ ამიტომ, Hans House Studio- მარიონსა და ჯეიმსზე დაფუძნებული გმირებით ახალი ანიმაციური სერიალი შექმნეს.






ჯეკი და კელი მამასთან ერთად ჩრდილოეთ აფრიკაში მოგზაურობენ და გადაწყვეტენ, მას ოქროს ქურდის დაჭერაში დაეხმარონ. ბავშვები სასტუმროდან იპარებიან და წითელხელება ქურდს ეძებენ, რომელსაც შემთხვევით დაიჭერენ კიდეც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი