logo_geo
მედია: ავღანეთის დასავლეთ რეგიონში გაერო-ს შტაბბინაზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

30 ივლისი. 2021. 22:05

 

 

ავღანეთში გაერო-ს დახმარების მისიის განცხადებით, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ჰერათის პროვინციის დედაქალაქში განთავსებულ გაერო-ს შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა.

 

ინფორმაცის სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესხა თავს გაერო-ს შტაბბინას, თუმცა თავდასხმა ქალაქში დაჯგუფება „თალიბანის“ წევრების შეჭრის შემდეგ მოხდა, რომლებიც სამთავრობო ძალებთან ორმხრივ სროლას აწარმოებდნენ.

 

მისიის თქმით, ქალაქში განთავსებული ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ავღანეთში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაგმო მომხდარი და განაცხადა, რომ თავდასხმა აშკარად გაერო-ს წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან შესასვლელთან მითითებულია, რომ ნაგებობა ორგანიზაციის ობიექტს წარმოადგენს.

 

ქალაქი ჰერათი მეორე პროვინციული დედაქალაქია, რომელშიც „თალიბანის“ მებრძოლები ბოლო 24 საათის განმავლობაში შევიდნენ. გასულ დღეს, მათ სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქშიც დაიკავეს პოზიციები, სადაც სამთავრობო ძალებთან შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი