logo_geo
ჯანმო: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ვირუსის თავდაპირველ შტამზე უფრო მომაკვდინებელი არ არის
- +

30 ივლისი. 2021. 22:59

 

 

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი არ არის, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი შტამი.

 

მარია ვან კერხოვეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს სიკვდილიანობის უფრო მეტ რისკს.

 

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა აღნიშნა, რომ ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინები ეფექტური რჩება დაავადების წინააღმდეგ.

 

„ჯანმოს მიერ ამჟამად დამტკიცებული ვაქცინები მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფენ მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. ჩვენ ვებრძვით ერთსა და იმავე ვირუსს, მაგრამ ვირუსს, რომელიც უფრო მორგებული გახდა“, - განაცხადა მან.

 

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი