logo_geo
ტედროს ადანომ გებრეისუსი: რთულად მოპოვებული წარმატებები შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ან დაიკარგოს
- +

31 ივლისი. 2021. 00:57

 

 

კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, მსოფლიო „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რთულად მოპოვებული წარმატებების დაკარგვის საფრთხის წინაშეა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ავტორიზებული ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ კვლავ ეფექტიანი რჩება.

 

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ბოლო ოთხ კვირაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში 80%-ით გაიზარდა. გარდაცვალების შემთხვევები აფრიკაში, სადაც ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 1,5%, ანალოგიურ პერიოდში ასევე 80%-ით არის გაზრდილი.

 

„რთულად მოპოვებული წარმატებები შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ან დაიკარგოს, ხოლო ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემები გადაიტვირთოს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა პრესკონფერენციაზე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დელტა ვარიანტი გამოვლენილია 132 ქვეყანაში და ხდება მსოფლიოში დომინანტური შტამი.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამჟამად დამტკიცებული ყველა ვაქცინა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დაცვას დაავადების მძიმე ფორმებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან ყველა ვარიანტის მიმართებაში, მათ შორის დელტა ვარიანტის.

 

ვებრძვით იმავე ვირუსს, თუმცა ეს ვირუსი გახდა უფრო სწრაფი და უკეთესად ადაპტირებულია ადამიანებში გავრცელებისთვის, ეს არის ცვლილება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაინმა.

 

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ დელტა ვარიანტი უხანში გამოვლენილ ვარიანტთან შედარებით 50%-ით უფრო გადამდებია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი