logo_geo
ბერლინის ერთ-ერთი მაღაზიის ავტოსადგომზე ოთხი ადამიანი დაჭრეს
- +

31 ივლისი. 2021. 02:30

 

 

ბერლინის ერთ-ერთი მაღაზიის ავტოსადგომზე ცეცხლი გახსნეს. დაშავებულია ოთხი ადამიანი.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შემთხვევა გერმანიის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.

 

დაშავებულებს შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალია. ზოგიერთ მათგანს ჭრილობები დანით, ხოლო ზოგს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. პოლიციამ თვითმხილველები დაკითხა.

 

 

right_banner big_banner
არქივი