logo_geo
აგვისტოდან, საუდის არაბეთი მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს
- +

31 ივლისი. 2021. 11:03

 

1 აგვისტოდან, საუდის არაბეთში შესვლას მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი ადამიანები შეძლებენ, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

ტურიზმის სამინისტროს ცნობით, სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუძლიათ, შევიდნენ სამეფოში საკარანტინო პერიოდის გავლის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩასვლისთანავე წარადგენენ ვაქცინაციის ოფიციალურ სერტიფიკატსა და PCR-ტესტის უარყოფითი შედეგს, რომელიც მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული.

 

საუდის არაბეთმა ტურისტული ვიზების გაცემა 2019 წლის სექტემბრიდან პირველად დაიწყო.

big_banner
არქივი