logo_geo
17 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა ჯინსის ჩაცმის გამო, ცემით მოკლეს
- +

31 ივლისი. 2021. 20:04

 

 

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, 17 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა ცემით მოკლეს.

 

“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ჯინსის შარვლის ჩაცმა გახდა.

 

როგორც წყარო მოკლულის დედაზე დაყრდნობით წერს, მოზარდს ოჯახის წევრებმა, ჯოხებით, უმოწყალოდ სცემეს.

 

„მან დაიცვა ერთდღიანი მარხვა. საღამოს კი, ჯინსი და ტოპი ჩაიცვა და რელიგიური რიტუალი შეასრულა. ამ დროს, ბებიამ შენიშვნა მისცა ჩაცმულობასთან დაკავშირებით, ნეჰამ კი უპასუხა, რომ ჯინსი იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა ჩაიცვან“, – ამბობს მოკლულის დედა.

 

მისივე თქმით, კამათს ოჯახის სხვა წევრების აგრესია და ძალადობა მოჰყვა. როდესაც გოგონამ გონება დაკარგა, მოძალადეებმა განაცხადეს, რომ მას საავადმყოფოში წაიყვანდნენ, გოგოს დედას კი, თან გაყოლის უფლება არ მისცეს.

 

შემთხვევიდან მეორე დღეს, თინეიჯერის ცხედარი დასახლებასთან ახლოს, ხიდზე ჩამოკიდებული იპოვეს. ირკვევა, რომ მათ გოგო საავადმყოფოში არც მიუყვანიათ.

 

პოლიციამ გამოძიება 10 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო. მათ შორის არიან: გოგონას ბებია-ბაბუა, ბიძები, დეიდები და ბიძაშვილები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი