logo_geo
Disney-სა და Walmart-ის თანამშრომლებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო გახდა
- +

1 აგვისტო. 2021. 23:08

 

 

აშშ-ის ორი უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიის, Disney-სა და Walmart-ის თანამშრომლობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, Disney აუცრელ თანამშრომლებს ვაქცინაციისთვის 60 დღეს აძლევს. ამასთან, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, ოფისებში დაბრუნებამდე აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

 

Walmart-ი კი აცრილ თანამშრომლებს 150 დოლარის ოდენობის ბონუსსა და სამდღიან დასვენებას შესთავაზებს. ამასთან, თანხას კომპანიის ახალი თანამშრომლებიც მიიღებენ, რომლებმაც აცრა Walmart-ში დასაქმებამდე გაიკეთეს. Walmart-ის თანამშრომლები 4 ოქტომბრამდე უნდა აიცრნენ.

 

მანამდე თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ Netflix-მა გახადა. ამის მიზეზად კი ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელება გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი