logo_geo
ფრანგმა მოცურავემ და მისმა შეყვარებულმა დანიიდან ოლიმპიური მედლები რამდენიმე წუთის სხვაობით მოიპოვეს
- +

2 აგვისტო. 2021. 00:56

 

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთმანეთზე შეყვარებულმა ფრანგმა და დანიელმა მოცურავეებმა მედლები ერთი და იგივე დისტანციაში, რამდენიმე წუთის სხვაობით მოიპოვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

ფრანგმა მოცურავემ ფლორან მანადუმ თავისუფალი სტილით 50-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე დისტანციაზე ქალთა შორის მისი შეყვარებული პერნილა ბლუმე იღებდა მონაწილეობას, რომელიც დანიას წარმოადგენს. მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

წყვილს უკვე აქვს ოლიმპიური გამარჯვებები, მაგრამ ტოკიოში ეს მათი პირველი ჯილდოებია. მანადუმ და ბლუმემ ერთმანეთს წარმატება კოცნით მიულოცეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი