logo_geo
თურქული მედიის ცნობით, ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანი მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო
- +

2 აგვისტო. 2021. 01:29

 

 

თურქული გაზეთის, „იენი საფაკის“ ინფორმაციით, ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანი მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფება „ცეცხლი შვილებმა“ აიღო.

 

თურქული გამოცემა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია: „დროა ისინი დავაჩოქოთ ცეცხლის ნაკადით, ვიდრე თურქეთის რეჟიმს სხვა ენა არ ესმის“.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება „ცეცხლის შვილები“ არის პასუხისმგებელი გასული წლის ხანძრებზეც, რასაც მასშტაბური მატერიალური ზარალი მოჰყვა.

 

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, ბეკირ პაკდემირლის განცხადებით, ხანძარი 125 რეგიონიდან 117 რეგიონში ან სრულად არის ჩამქრალი, ან კონტროლს ექვემდებარება.

 

თურქეთის რეგიონებში მასშტაბურ ხანძრებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი