logo_geo
იაპონიაში ქალი უცნობი ადამიანების საიდუმლოებს ყიდის
- +

2 აგვისტო. 2021. 02:08

 

 

ტოკიოს მცხოვრები რიბეკა კიმურა ანონიმურ წერილებს ყიდის, რომლებიც სხვადასხვა ადამიანის საიდუმლოებს შეიცავს. ამის შესახებ SoraNews24-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კიმურას „საიდუმლო მაღაზია“ ადამიანებს საიდუმლოსგან გათავისუფლების უჩვეულო მეთოდს სთავაზობს. ისინი ანონიმურად გადასცემენ ქალს ქაღალდებს, რომლებზეც თავის საიდუმლოს წერენ, რის შემდეგაც წერილებს ცემენტს ასხამენ. კიმურა შედეგად მიღებულ ნივთებს სპეციალურ ბალიშებზე ათავსებს და ყიდის.

 

პანდემიამდე კიმურა ამ უჩვეულო ნივთებს ტოკიოს ქუჩებში გამვლელებს სთავაზობდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ვაჭრობა ონლაინ-სივრცეში გააგრძელა. ფასები 1-დან 5 კვადრილიონ იენამდე მერყეობს. მაღაზიას ანგარიში Twitter-ზეც აქვს, სადაც კიმურა საიდუმლოებს აზიარებს. აი რამდენიმე მათგანი:

 

„მეგობრებს სახლში არასოდეს ვეპატიჟები, იმიტომ რომ სულ არეულია“;

 

„როცა საწოლში ვწვები სულ ვღელავ, რომ სახლში მძარცველები შემოიჭრებიან, ან მოჩვენებებს დავინახავ, ან მსოფლიოს აღსასრული დადგება და ვეღარ ვიძინებ“;

 

„სხვა ადამიანებთან ერთად ვერ ვჭამ. თუ ვინმეს გვერდით ვსადილობ, არ ვიცი რა ვთქვა და საჭმელი გემოს კარგავს. ამ დროს თავს საშინლად ვგრძნობ. თუ მარტო ვჭამ, სანერვიულო არაფერი მაქვს“;

 

„მინდა ცოლს გავშორდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოთმინება უნდა მოვიმარაგო და ბავშვების გაზრდას დაველოდო. მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ ლოდინში სიცოცხლე ხელიდან მეცლება. როგორ მოვიქცე?“

 

გამოცემა Medialeaks-ის ინფორმაციით, სხვების საიდუმლოები მართლაც მოთხოვნადია. ასე, eBay-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ადამიანების დღიურები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი