logo_geo
კურტ კობეინის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს
- +

2 აგვისტო. 2021. 10:51

 

 

ვაშინგტონის ქალაქ აბერდინში მდებარე სახლი, სადაც როკ-ჯგუფის „Nirvana“ ლიდერი კურტ კობეინი გაიზარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის არქეოლოგიისა და ისტორიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მუსიკოსი ამ სახლში მშობლებთან ერთად 1968 წლიდან 1984 წლამდე ცხოვრობდა.

 

„სწორედ აქ გაიტაცა მუსიკამ ახალგაზრდა, ცისფერთვალება, ქერათმიანი, ენერგიული ბიჭი, რომელსაც არაჩვეულებრივი მხატვრული შესაძლებლობები და ფართო შემოქმედებითი წარმოსახვა ჰქონდა. სხვადასხვა ინსტრუმენტზე ექსპერიმენტებმა მის შემდგომ შემოქმედებას საფუძველი ჩაუყარა“, - აღნიშნული აუწყების განცხადებაში.

 

 

გამოცემა „Dazed წერს, რომ ერთსართულიანი სახლი 1923 წელს აშენდა. ახლა ის ეკუთვნის ლი ბეკონს, რომელმაც ის კობეინის ოჯახისგან 2018 წელს იყიდა. მამაკაცი აქტიურად არის ჩართული სახლის რესტავრაციაში, ამ დროისთვის ის 90-95%-ით არის დასრულებული. 2022 წლიდან სახლის დათვალიერებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

big_banner
არქივი