logo_geo
თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
- +

2 აგვისტო. 2021. 12:35

 

 

„სამხრეთ თურქეთში ტყის მასიური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა,“ - მედიის ინფორაციით, ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა.

 

ოფიციალური მონაცემებით, 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი - მარმარისში დაიღუპა.

 

ოთხშაბათიდან დღემდე, თურქეთის 32 ქალაქში გაჩენილი 126 ხანძრიდან 119-ის ლოკალიზება მოხერხდა.

 

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი სახანძრო მანქანაა ჩართული.

 

ოთხშაბათიდან საკუთარი სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. 3 სახანძრო თვითმფრინავი გააგზავნა თურქეთში ევროკავშირმაც.

 

 

big_banner
არქივი