logo_geo
ავღანეთში 600 თალიბი მოკლეს
- +

2 აგვისტო. 2021. 12:36

 

 

ბოლო-დღე ღამის განმავლობაში ავღანეთის სამხედროებმა სხვადასხვა პროვინციაში 600-ზე მეტი თალიბი მოკლეს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, ინტენსიური შეტაკებები ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქ ჰერათში მიმდინარეობს, სადაც თალიბები ქალაქის ცენტრალურ უბნებში შევიდნენ.

 

ავღანეთის არმიამ ქალაქის დასაცავად სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა.

 

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნების გამართვას აპირებს.

 

 

right_banner big_banner
არქივი