logo_geo
აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
- +

2 აგვისტო. 2021. 22:50

 

 

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

 

„ჩვენ სია მივიღეთ, რომელშიც 24 დიპლომატია შეყვანილი. ამერიკული მხარის განცხადებით, მათ ქვეყანა მიმდინარე წლის 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ. თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების შესაძლებლობის გარეშე დატოვებს, რადგან ვაშინგტონმა ვიზების გაცემის პროცედურა მოულოდნელად გაამკაცრა“, - აღნიშნა აშშ-ში რუსეთის ელჩმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი