logo_geo
აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო
- +

3 აგვისტო. 2021. 02:05

 

 

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.

თეთრი სახლის COVID-19-ის მონაცემების დირექტორმა, საირუს შაჰპარმა განაცხადა, რომ შვიდი დღის განმავლობაში ახლად აცრილი ადამიანების საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 4 ივლისის შემდეგ. აშშ-ში დღეში საშუალოდ დაახლოებით 660 000 აცრა კეთდება.

მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია აპრილის მონაცემებთან შედარებით, როდესაც დღეში საშუალოდ 3 მილიონზე მეტი დოზა კეთდებოდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი