აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.
თეთრი სახლის COVID-19-ის მონაცემების დირექტორმა, საირუს შაჰპარმა განაცხადა, რომ შვიდი დღის განმავლობაში ახლად აცრილი ადამიანების საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 4 ივლისის შემდეგ. აშშ-ში დღეში საშუალოდ დაახლოებით 660 000 აცრა კეთდება.
მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია აპრილის მონაცემებთან შედარებით, როდესაც დღეში საშუალოდ 3 მილიონზე მეტი დოზა კეთდებოდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა.