logo_geo
მედია: თალიბებმა ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქი თითქმის სრულად დაიკავეს
- +

3 აგვისტო. 2021. 21:54

 

 

„სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქის, ლაშქარგაჰის 10 დასახლებიდან 9 უკვე თალიბებმა დაიკავეს“, - ამის შესახებ Associated Press-ი ადგილობრივებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს

 

ქალაქის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ისინი „ხაფანგში“ აღმოჩნდნენ - სახლებში იმალებიან და გარეთ საჭირო მარაგისთვისაც ვერ გადიან.

 

მათი თქმით, ქალაქის ყველა დასახლებაში, გარდა ერთისა, თალიბი მებრძოლები თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩებში.

 

„გთხოვთ, ოჯახებთან ერთად, დატოვოთ თქვენი სახლები და მათი მიმდებარე ტერიტორიები. თალიბებს ცოცხლებს არ დავტოვებთ... ვიცი, ეს რთულია... ამას თქვენი მომავლისთვის ვაკეთებთ. გვაპატიეთ, თუ რამდენიმე დღით მოგიწევთ ადგილის შეცვლა. გთხოვთ, დაიწყოთ ევაკუაცია, რამდენად სწრაფადაც შეძლებთ“, - განაცხადა ავღანეთის ძალების მეთაურმა ჰელმანდის პროვინციაში, გენერალმა სამი სადატმა ჟურნალისტებისთვის გაზიარებულ აუდიოშეტყობინებაში.

 

ლაშქარგაჰი მესამე პროვინციის დედაქალაქია, რომელიც თალიბების ხელშია.

 

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა გამოაცხადა.

 

 

right_banner big_banner
არქივი