logo_geo
ძლიერი ხანძრის გამო, ათენიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

4 აგვისტო. 2021. 12:30

 

 

ძლიერი ხანძრის გამო საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ dw.com იუწყება.

 

ხანძართან ბრძოლას სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს. ცეცხლის ქრობაში ავიაციაც მონაწილეობს. ათენის შემოგარენში ათასობით ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საბერძნეთში ყველაზე ძლიერი სიცხეა ბოლო 30 წლის განმავლობაში - ტემპერატურა +45 გრადუსს აღწევს.

 

მეხანძრეების და სამაშველო სამსახურების ოპერატიული მოქმედების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამო ათენის ელექტრომომარაგებასაც საფრთხე ექმნება. მაშველები იმედოვნებენ, რომ ქარი შენელდება და ისინი ცეცხლის მთლიანად ჩაქრობას შეძლებენ.

 

მიმდინარე ზაფხულში ძლიერი ხანძარი საბერძნეთის გარდა თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში დაფიქსირდა.

 

 

big_banner
არქივი