logo_geo
ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში 16 სტუმარი დაიღუპა
- +

4 აგვისტო. 2021. 14:44

 

 

ბანგლადეშში ქორწილის სტუმრები მეხის დაცემის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ RFI წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ შინბგანჯში მოხდა. სტუმრები და ნეფე სანაპიროზე თავშესაფარს ეძებდნენ, როცა იქ რამდენიმე მეხი დაეცა. პატარძალი ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა. შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ნეფე კი დაშავდა.

 

ყოველწლიურად ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ასობით ადამიანი იღუპება.

 

 

big_banner
არქივი