logo_geo
Reuters: მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა
- +

4 აგვისტო. 2021. 21:06

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, მსოფლიოს, სულ მცირე, 83 სახელმწიფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

 

მსოფლიოს მოსახლეობის, სულ მცირე, 2.6% ვირუსით დაინფიცირდა, თუმცა რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, ბევრ ადგილას ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობების გამო.

 

ანალიზის თანახმად, კორონავირუსის პირველი 100 მილიონი შემთხვევა ერთ წელზე მეტ პერიოდში დაფიქსირდა, ხოლო შემდეგი 100 მილიონი შემთხვევა კი ექვს თვეზე მეტ პერიოდში. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსს 4.4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი