logo_geo
იტალიელ პაციენტს ხელოვნური გული გადაუნერგეს
- +

7 აგვისტო. 2021. 22:01

 

 

იტალიელ პაციენტს, რომელიც დონორის გულის ტრანსპლანტაციას ელოდება, ფრანგული კომპანია Carmat – ის მიერ შექმნილი ხელოვნური გული გადაუნერგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ხელოვნური გულის გადანერგვის ოპერაცია ნეაპოლში გაკეთდა, ოპერაციის ღირებულება – 150 ათასი ევრო – რეგიონულმა ჯანდაცვის სისტემამ დაფარა.

 

იმის გამო, რომ გულის გადანერგვის საჭიროების მქონე ადამიანთა უმეტესობას მოცდა ერთი წლის განმავლობაში უწევთ, ბევრი მათგანი იძულებულია, დონორს საავადმყოფოში დაელოდოს.

 

ექიმების ცნობით, გულის პროთეზს შეუძლია რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშაოს, პაციენტი მობილური იყოს და მისცეს მას შესაძლებლობა, სახლის პირობებში დაელოდოს ტრანსპლანტაციას.

 

ხელოვნური გული

 

Aeson – ის პროთეზის გაყიდვა ევროპაში გასული წლის დეკემბრიდან ნებადართულია. Carmat – ის წარმომადგენლების ცნობით, 2008 წლიდან, როცა კომპანია დაარსდა, ეს ხელოვნური გულის გაყიდვის პირველი შემთხვევაა. ამ დრომდე Aeson – ის გული კლინიკური კვლევების მიღმა არასოდეს ყოფილა გამოყენებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ ​Aeson – ის ხელოვნური გული გათვლილია პაციენტებზე, რომელთაც გულის ორმხრივი უკმარისობის ბოლო სტადია აქვთ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ Camrat – ი მსოფლიოში მეორე კომპანია გახდა, რომელიც ხელოვნურ გულებს აწარმოებს. ექსპერტების თქმით, Carmat – ის პროთეზი ბიოლოგიურ მასალებს შეიცავს, რაც პაციენტის მედიკამენტოზურ დამოკიდებულებას ამცირებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი